თურქეთში თავდასხმის შედეგად უსაფრთხოების ძალების 3 წარმომადგენელი დაიღუპა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მარდინის პროვინციაში მომხდარი თავდასხმის შედეგად უსაფრთხოების ძალების სამი წარმომადგენელი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
თურქი სამხედროების ინფორმაციით, თავდასხმა „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ „ბოევიკებმა“ მოაწყვეს, მათ კიზილტეპე-დერიკის გზის მონაკვეთზე ნაღმი ააფეთქეს. აფეთქება იმ მომენტში მოხდა, როდესაც გზაზე სამხედროების და უშიშროების ძალების კოლონა გადაადგილდებოდა.
ცნობისთვის, გასული წლის ივლისში თურქეთის სამთავრობო ძალებსა და ქურთ „ბოევიკებს“ შორის ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში კონფლიქტის განახლების შემდეგ დაღუპულთა რაოდენობა 8 ათასს აღწევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები