დნეპრში სპეცრაზმელებმა შტურმით აიღეს ბინა, რომელშიც ბოროტმოქმედი არ აღმოჩნდა 

უკრაინის ქალაქ დნეპრში პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმმა შტურმით აიღო ბინა, რომელშიც სამართალდამცველები საპატრულო პოლიციის ორი თანამშრომლის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ეძებდნენ, თუმცა ბოროტმოქმედი ბინაში არ აღმოჩნდა. ამის შესახებ  სააგენტო „უნიანი“ იუწყება.
ცნობისთვის, პოლიციამ დღეს დილით დნეპრში  წესების დარღვევისთვის „სიტროენის“ მარკის ავტომობილი გააჩერა. მძღოლმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, ხოლო შემდეგ პოლიციელების მიმართულებით ცეცხლი გახსნა და მიიმალა. მიღებული ჭრილობებით ერთი პოლიციელი ადგილზე , ხოლო მეორე – საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
პოლიცია  რუსეთის 33 წლის მოქალაქეს, ალექსანდრე პუგაჩოვს ეძებს. ის დონეცკის ოლქის ქალაქ ტორეზში ცხოვრობს და 2015 წლიდან პროკურატურას ემალება.

 

1474815639-2076-dnepr

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები