სოფელ ვაჩნაძიანის მკვიდრმა სახლის სახურავიდან რუსეთის დროშა ჩამოხსნა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანის მკვიდრმა არჩილ ნაპირელმა საკუთარი სახლის სახურავიდან რუსეთის სახელმწიფო დროშა ჩამოხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “გურჯაანი“ ავრცელებს. არჩილ ნაპირელის განმარტებით, მან დროშის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისი ქმედება მეზობლებმა და ნათესავებმა უარყოფითად შეაფასეს. შეგახსენებთ, რომ ნაპირელმა რუსეთის სახელმწიფო დროშა საკუთარ სახლზე რამდენიმე დღის წინ აღმართა.