აზერბაიჯანში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე რეფერენდუმი იმართება

აზერბაიჯანში დღეს რეფერენდუმი მიმდინარეობს, რომელზეც მოსახლეობამ ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებების ბედი უნდა გადაწყვიტოს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
რეფერენდუმის ინიციატორი აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევია. საერთო ჯამში ქვეყნის კონსტიტუციის 29 მუხლის ცვლილება იგეგმება, ერთ-ერთი მათგანია საპრეზიდენტო უფლებამოსილების გაგრძელების საკითხი.
კერძოდ, პრეზიდენტის უფლებამოსილების გაგრძელება 5-დან 7 წლამდე იგეგმება და კონსტიტუციიდან ამოღებული იქნება მუხლი, რომლის მიხედვით პრეზიდენტად ვერ აირჩევენ 35 წლამდე ასაკის ადამიანს.
გარდა ამისა, ქვეყნის ძირითად კანონში იგეგმება პუნქტის შეტანა, რომელიც პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის უფლებას მისცემს.
აზერბაიჯანის ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად მმართველი რეჟიმი უფრო ავტორიტარული გახდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები