მოზარდი შეყვარებულს თავს აწონებდა, ის 23-ე სართულიდან გადავარდა – ბიჭი სასწაულებრივად გადარჩა

რუსეთის ქალაქ ნოვოსიბირსკში 23-ე სართულიდან გადმოვარდნილი მოზარდი სასწაულებრივად გადარჩა. ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იუწყება.
„ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, ახალგაზრდა ერთ-ერთ ბინაში თავის შეყვარებულთან ერთად იყო. მან „თავის გამოჩენა“ გადაწყვიტა, აივანზე გავიდა, მოაჯირზე გადაძვრა და მასზე ჩამოეკიდა, მაგრამ თავი ვერ შეიკავა და გადავარდა.
მოზარდი ეზოში გაჩერებულ ავტომობილს დაეცა. მან სხეულის მრავლობითი დაზიანება მიიღო, მაგრამ გადარჩა. მედიკოსების ინფორმაციით, ახალგაზრდას მუცელი, ღვიძლი, ფილტვი და მხარი აქვს დაზიანებული. თუმცა მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები