ვოკალური ანსამბლი „The Quintessentce“ უნგრეთისა და სლოვაკეთის ფესტივალებზე გამოვა

ვოკალური ანსამბლი „The Quintessentce” უნგრეთისა და სლოვაკეთის ფესტივალებზე გამოვა. თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელშეწყობით, ვოკალური ანსამბლი „The Quintessentce” 2016 წლის შემოდგომაზე ევროპის ორ დიდ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, 29 სექტემბერს, 21:00 საათზე, პრაღაში ,(უნგრეთი) „La Fabrika“-ს დარბაზში საერთაშორისო აკაპელა ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ქართული ვოკალური ანსამბლის „The Quintessence“-ის სოლო კონცერტი. ფესტივალი წელს პირველად იმართება და ჯგუფი მსმენელის წინაშე წარდგება ისეთი ჯგუფებთან ერთად, როგორებიც არიან: „Rajaton”, „Jazzation”, „Yellow Sisters” და ა.შ.
30 სექტემბერს, 20:00 საათზე, ქალაქ ტრნავაში (სლოვაკეთი) საერთაშორისო აკაპელა ფესტივალის ZOOM + ფარგლებში ასევე გაიმართება ქართული ვოკალური ანსამბლის “The Quintessence”ის სოლო კონცერტი. ფესტივალი 2008 წლის შემდეგ ყოველწლიურად იმართება  და სლოვაკეთის ყველაზე მაშტაბურ ფესტივალად ითვლება.
ცნობისათვის, ვოკალური ანსამბლი „The Quintessentce” ჩამოყალიბდა 2012 წელს და მას შემდეგ ჯგუფის წარმატება და პოპულარობა ყოველწლიურად იზრდება, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. შემოქმედების ყველა ასპექტი – ხმა, ინტონაცია, ბალანსი, დინამიკა, სირთულე, შესრულების მანერა და ა.შ. სახტად ტოვებს მსოფლიოს ნებისმიერ მსმენელს. საზღვარგარეთ ჯგუფს ფენომენალურს და უნიკალურს უწოდებენ, რომლის მსგავსიც არ მოიძებნება მსოფლიოს თანამედროვე მუსიკალურ სივრცეში.
ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო არაერთ უმნიშვნელოვანეს კონკურსსა და ფესტივალში („International A Cappella Contest Leipzig” გერმანია, „VOKAL.TOTAL” ავსტრია, „Tampere International A Cappella Festival” ფინეთი; „Harmony Sweapstakes A Cappella Festival” ამერიკა და ა.შ.) და არცერთი მათგანიდან არ დაბრუნებულა წარმატების გარეშე. ამასთან, ისინი ღირსეულად წარმოაჩენენ ქართულ მუსიკას საერთაშორისო სცენაზე. სწორედ ამ წარმატებების შედეგია ის, რომ დღესდღეობით არა მარტო ევროპასა და ამერიკაში, არამედ აზიის მრავალ ქვეყანაშიც ვოკალური პოლიფონიის მსმენელი და ასევე ამ ჟანრში მონაწილე ისეთი ცნობილი ჯგუფები, როგორიცაა „New York Voices”, „Manhattan Transfer”, „Real Group”, „Rajaton”, და ა.შ კარგად იცნობენ „The Quintessence”-ის შემოქმედებას და ქართულ პოლიფონიას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები