რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში თენგიზ ჭუმბურიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება

დღეს, 26 სექტემბერს, 19:30 საათზე, საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი 2016 წლის საკონცერტო სეზონს რუსთაველის თეატრში გახსნის.
როგორც „კვირას“ ეროვნული მუსიკალური ცენტრიდან აცნობეს, რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გაიმართება გოგი ჭიჭინაძის დირიჟორობით. სოლისტები: ნუცა კასრაძე და მერაბ ებრალიძე. კონცერტი ქართველი დირიჟორის – თენგიზ ჭუმბურიძის ხსოვნას ეძღვნება.
შესრულდება იან სიბელიუსის Valse Triste და ფრედერიკ შოპენის კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის N1  და N2.
კონცერტის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ხელოვანთა კავშირი „კონცეპტ არტი“ და კომპანია „ბადაგონი“. საინფორმაციო მხარდამჭერები: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“, მედიაჰოლდინგი „პალიტრა“ და საინფორმაციო ცენტრი „118 08“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები