BIAFF 2016 – ბათუმის კინოფესტივალის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 25 სექტემბერს, 19:00-ზე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალის დახურვის ცერემონია გაიმართა. საერთაშორისო ჟიურიმ პრიზები სამ საკონკურსო სექციაში გასცა – საერთაშორისო მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები.
როგორც „კვირას“ კინოფესტივალის ორგანიზატორებმა განუცხადეს, BIAFF საერთაშორისო კონკურსის სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ დიტო ცინცაძე, საქართველო (ჟიურის თავმჯდომარე), მაჰტაბ კერამატი (ირანი), ირინა გორდიჩუკი (უკრაინა), ლიზა ანტონოვა (რუსეთი), გულნარა აბიკიევა (ყაზახეთი) შემდეგი პრიზები გასცა:
გრან-პრი – „ზოოლოგია“, ივან ტვერდოვსკი, რუსეთი/ საფრანგეთი/ გერმანია, 2016; 87 წთ;
საუკეთესო რეჟისურა – “უღმერთო”, რალიცა პეტროვა, ბულგარეთი/დანია/საფრანგეთი, 2016; 99 წთ;
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – ფარჰად ასლანი, ფილმში „ქალიშვილი“, რეზა მირკარიმი, ირანი, 2016; 103 წთ;
საუკეთესო მსახიობი ქალი – ნატალია პავლენკოვა ფილმში „ზოოლოგია“, ივან ტვერდოვსკი, რუსეთი/ საფრანგეთი/ გერმანია, 2016;
ჟიურის სპეციალური პრიზი – „სიყვარულის შეერთებული შტატები“, ტომაშ ვასილევსკი, პოლონეთი/შვედეთი, 2016; 104 წთ. – “რაუფი”, სონერ კარენი/ბარის კაია, თურქეთი, 2016; 94 წთ.
BIAFF 2015-ის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კონკურსის სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ – მარინა რაზბეშკინა (რუსეთი, ჟიურის თავჯდომარე), ელჰუმ შეიკრიფარი (დიდი ბრიტანეთი), ნარგიზ ბაგირზადე (აზერბაიჯანი), ოლეს იანჩუკ (უკრაინა), გივი ბესიკ ოდიშარია (საქართველო) გამოავლინა გამარჯვებული ფილმები:
საუკეთესო დოკუმენტური ფილმი – „კინომოგზაურები”, შირლი აბრაფამი/ამით მანდეშია, ინდოეთი, 2016; 96 წთ.
ჟიურის სპეციალური პრიზი – „ნათესავები“, ვიტალი მანსკი, გერმანია/ლატვია/ესტონეთი/უკრაინა, 2016; 112 წთ.
BIAFF 2015-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ – ზაზა ხალვაში, საქართველო (ჟიურის თავმჯდომარე), იულია სინკევიჩი (უკრაინა), დავით მურადიანი (სომხეთი), დილარა ტასბულატოვა (რუსეთი), ზურაბ სტურუა (საქართველო) გასცა შემდეგი პრიზები:
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი – „ლეთა“, დეა კულუმბეგაშვილი, საქართველო, 2016; 15 წთ.
ჟიურის დიპლომი (სპეციალური მოხსენიება) – გადაეცა ორ ფილმს: – „დაკარგული მიწა“, ჰავრაზ მოჰამედი, ერაყი, 2016; 10 წთ. – „როცა ზარების ხმა გესმის”, ჩაბნეიმ ზარიაბი, საფრანგეთი/ტუნისი, 2015; 25 წთ.
BIAFF მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციაში ასევე გაიცა შემდეგი პრიზები:
 ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის პრიზი გადაეცა ფილმს – „დაკარგული სოფელი”, გიორგი თოდრია, საქართველო/ესპანეთი, 2016;
ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალის “თოფუზის” პრიზი ფილმს – “სტუმარი”, ნინო შაბურიშვილი, საქართველო/საფრანგეთი, 2016;
BIAFF-ის პრიზი კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის გადაეცათ:
 ვადიმ აბდრაშიტოვს (რუსეთი);
ბერდია ინწკირველს (საქართველო);
დახურვის ცერემონიის დასკვნით ნაწილში გაიმართა დონ ჩედლის ფილმის „წინ მაილს” (აშშ, 2016) ჩვენება.
კინოფესტივალის სპონსორები – საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, სასტუმრო „Divan Suites Batumi“, “ასკანელი ძმები”;
კინოფესტივალის მხარდამჭერები არიან – კინოთეატრი „აპოლო“, „ბრიტანეთის საბჭოები”, პოლონეთის აუდიო-ვიზუალური ფონდი, “ანბანის კოშკი”, “ტერასა ასკანელი”, სასტუმროთა ქსელი „რჩეული“, სასტუმრო “ბათუმი პლაზა”, სასტუმრო “ადმირალი”, კინოთეატრი “რუსთაველი”, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, ფესტივალი Tbilisi Open Air, HQ პროპაგანდა , ტურკომპანია “Wonderland”-ი.
კინოფესტივალის მედიაპარტნიორები – რადიო „ფორტუნა“, აჭარის ტელევიზია, Film New Europe; ონლაინ საინფორმაციო სააგენტოები: newswire.ge, „ფაბლისითი ჯგუფი“; გაზეთი “ბათუმლები”, netgazeti.ge.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები