ტრუმენ კაპოტეს ფერფლის ნაწილი 45 000 აშშ დოლარად გაიყიდა

ცნობილი ამერიკელი მწერლის, ტრუმენ კაპოტეს ცხედრის ფერფლის ნაწილი, ლოს-ანჯელესის აუქციონზე, 45 000 აშშ დოლარად გაიყიდა.
აუქციონის ორგანიზატორი Julien’s Auctions-ია, რომელსაც მწერლის მეგობარმა, ჯოან კარსონმა სკივრი გადასცა, სადაც ტრუმენ კაპოტეს ცხედრის ფერფლის ნაწილი იყო მოთავსებული.
აუქციონში მონაწილეობა მიიღეს გერმანელებმა, რუსებმა, ჩინელებმა, სამხრეთ ამერიკელებმა და ამერიკელებმა, თუმცა ვინ იყიდა მწერლის ცხედარის ნაწილი, არ დაასახელა.
ტრუმენ კაპოტის ერთ-ერთი ცნობილი რომანია “სადილი ტიფანისთან”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები