ეგვიპტის სანაპიროსთან დაღუპულ მიგრანტთა რაოდენობა 170-მდე გაიზარდა

ეგვიპტის სანაპიროსთან 170 მიგრანტის ცხედარია აღმოჩენილი. ეს ადამიანები ორი დღის წინ ეგვიპტის სანაპიროსთან გემის ჩაძირვის შედეგად დაიღუპნენ. ამის თაობაზე თურქული სააგენტო „ანადოლუ” იუწყება. თავდაპირველად ინფორმაცია 42 დაღუპულის შესახებ გავრცელდა. ამ გემით მიგრანტები ეგვიპტიდან ევროპაში გამგზავრებას ცდილობდნენ. ქვეყნის ხელისუფლება შიშობს, რომ დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება კიდევ გაიზარდოს, ვინაიდან გემის ბორტზე 600-მდე ადამიანი იმყოფებოდა. მაშველებმა მხოლოდ 160 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, დანარჩენები ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ხმელთაშუა ზღვაში 3,2 ათასამდე მიგრანტი დაიღუპა, რომლებიც ევროპაში ჩასვლას ცდილობდნენ. ამ გზით ევროპაში წელს 290 ათასი მიგრანტი და ლტოლვილი ჩავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები