ალეპოში დაბომბვების შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა (ფოტოკოლაჟი)
სირიის ქალაქ ალეპოში ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი რაიონების დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, 25 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „როიტერს“ სირიის ადამიანი უფლებათა დაცვის ცენტრში აცნობეს. ამ ინფორმაციის მიხედვით, ავიადარტყმები განსაკუთრებით აქტიურად ხუთშაბათს ღამის საათებში განხორციელდა. სირიის ოპოზიციური ძალების ინფორმაციით, ალეპო ბაშარ ასადის ძალებმა და რუსულმა ავიაციამ დაბომბა. ორ დღეში ალეპოში საერთო ჯამში 47 ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვი დაიღუპა.