უკრაინამ მართვადი რაკეტა გამოსცადა (ვიდეო)

უკრაინამ მართვადი რაკეტა გამოსცადა. შესაბამისი ვიდეო საკონსტრუქტორო ბიურო „ლუჩის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. რაკეტის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. „რუსული ანალოგებისგან განსხვავებით, უკრაინული რაკეტა მართვადია და მას მიზნების განადგურება უფრო მაღალი სიზუსტით შეუძლია“, – განაცხადა უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ალექსანდრე ტურჩინოვმა. უკრაინის პრეზიდენტმა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე უკრაინელ სამხედროებს ეს ფაქტი მიულოცა.
„ორი წლის განმავლობაში უკრაინელი სამხედროები უახლესი ტიპის ათობით სახეობის შეიარაღებას მიიღებენ. ჩვენ შეიარაღებული ძალების მოდერნიზების მხოლოდ პირველ ფაზაში ვართ“, – განაცხადა პოროშენკომ.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ საუბარია რეაქტიულ სისტემა “სმერჩის“ მსგავს მოდერნიზებულ რაკეტაზე. ვიდეოჩანაწერში რაკეტის გაშვების მომენტი და მისი ფრენის პირველი წამები ჩანს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები