თბილისის 7 ათასამდე აბონენტს ელქტროენერგია არ მიეწოდება

უამინდობის გამო, თბილისის 7 ათასამდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. როგორც „კვირას“ კომპანია „თელასში“ განუცხადეს, ელექტროენერგიის გარეშე ძირითადად ნაძალადევის, საბურთალოსა და ავლაბრის მოსახლეობაა დარჩენილი.
კომპანიაში განმარტავენ, რომ ძლიერი წვიმის გამო, დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში მოძრაობა ჭირს, ამის გამო კი კომპანიის თანამშრომლები კონკრეტულ მისამართებზე მისვლას ვერ ახერხებენ. მათივე თქმით, მოსახლეობას დენის მიწოდება უმოკლეს დროში აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები