უკრაინელები ტელეეკრანებზე „ბედის ირონიის“ დაბრუნებას მოითხოვენ

უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე პეტიცია გავრცელდა, რომლის ავტორები უკრაინის ტელევიზიით საახალწლო საბჭოთა ფილმის, „ბედის ირონიის“ ჩვენების აღდგენას მოითხოვენ.
პეტიციაში წერია, რომ ფილმის რეჟისორი ელდარ რიაზანოვი, ასევე მსახიობები ბარბარა ბრილსკა, ოლეგ მიაგკოვი და ლია ახეჯაკოვა უკრაინას მხარს უჭერენ. უკრაინის წინააღმდეგ მხოლოდ მსახიობი ვალენტინა ტოლიზინა გამოდის, მაგრამ მისი როლი ამ ფილმში უმნიშვნელოა, ამიტომ „ამის გამო მაყურებელს ფილმის ყურების საშუალება არ უნდა წავართვათ“.
ამასთანავე, პეტიციაში აშკარად შეცდომაა:  ელდარ რიაზანოვი  უკრაინის მხარდამჭერად ახლანდელ დროში მოიხსენიება, ცნობილი საბჭოთა და რუსი რეჟისორი კი 2015 წელს გარდაიცვალა.
რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ უკრაინის ტელევიზიით იმ ფილმების ჩვენება აიკრძალა,  რადგან მისი ავტორები, რეჟისორები და მსახიობები ყირიმის ოკუპაციის მხარდაჭერის გამო სანქციების სიაში მოხვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები