„ბიზნესკულტურის შექმნა მუზეუმებში. რატომ და როგორ?“ – საჯარო ლექცია გაიმართება

26 სექტემბერს, 14.00 საათზე, საქართველოს მუზეუმების სპეციალისტებისათვის „მარკეტინგის საკითხები მუზეუმებში“ – ტრენინგის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში სამუზეუმო მარკეტინგის წამყვანი ექსპერტი, ამსტერდამის მუზეუმების ფონდის დირექტორი, ICOM/MPR-ის (ICOM-ის სამუზეუმო მარკეტინგისა და პიარის საერთაშორისო კომიტეტი) საბჭოს წევრი – ბიორნ სტენვერსი გამართავს  საჯარო ლექციას თემაზე „ბიზნეს-კულტურის შექმნა მუზეუმებში. რატომ და როგორ?“.

14454460_10210478960154284_1344752081_nროგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ინტერაქციული ლექცია შეეხება თანამედროვე საკვანძო პრობლემებს მუზეუმის საქმიანობის განვითარებაში, რომელიც კონკრეტულად ფოკუსირებული იქნება შემდეგ საკითხებზე: ბიზნეს-კულტურის ადაპტაცია და კომერციული უნარ-ჩვევების ათვისება, გლობალური პრაქტიკისა და მათი გამოყენების ანალიზი საქართველოში მიმდინარე განვითარების პირობებში.
ღონისძიება ინიცირებული და ორგანიზებულია ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის მიერ და ეწყობა საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით.
ლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე (სინქრონული თარგმანი ქართულ ენაზე). საჯარო ლექციაზე დასწრება თავისუფალია! მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის ქუჩა 1.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები