ფხენიანისგან საფრთხის არსებობის შემთხვევაში სამხრეთ კორეა კიმ ჩენ ინის გასანადგურებლად მზად არიას

ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხის არსებობის შემთხვევაში, სამხრეთ კორეის ელიტური ქვედანაყოფები კიმ ჩენ ინის გასანადგურებლად მზად არიან. ამის შესახებ CNN-ს სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა, ხან მინ კუმ განუცხადა.
„სამხრეთ კორეას აქვს წერტილოვანი დარტყმების განხორციელების გეგმა. ასევე, მოწინააღმდეგის ხელმძღვანელობის განადგურების გეგმა“, – განაცხადა მინისტრმა.
ამასთანავე, თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ასეთი ზომები მხოლოდ ყველაზე უარესი სცენარის შემთხვევაში იქნება მიღებული. მან ისიც განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა მეექვსე ბირთვულ აფეთქებას ამზადებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები