ჩირიკბა ხაჯიმბას აკრიტიკებს

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა გადადგომის მიზეზებზე საუბრობს და ამბობს, რომ რაულ ხაჯიმბა მას ბოლო ერთი თვის განმავლობაში რამდენიმე თხოვნის მიუხედავად, არ შეხვდა და მოუცლელობა ფაქტობრივად ხაჯიმბას და პრემიერ-მინისტრს უკვე დიდი ხანია სურთ ჩემი გადაყენება და ეს აქამდე მხოლოდ იმიტომ არ გააკეთეს, რომ შემცვლელი ვერ მონახეს. რაც შეეხება პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებას, თითქოს მე დნესტრისპირეთის რესპუბლიკაში გამგზავრებაზე უარი განვაცხადე, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მე მსურდა ვიზიტამდე შევხვედროდი პრეზიდენტს და დელეგაციის შემადგენლობა, ასევე სხვა საკითხები განმეხილა, თუმცა ანქვაბმა შეხვედრაზე ამჯერადაც უარი თქვა“, – განუცხადა ჩირიკბამ სააგენტო „სპუტნიკს“. ჩირიკბას თქმით, 19 სექტემბერს მას ანქვაბთან შეხვედრის ბოლო მცდელობა ჰქონდა, მაგრამ ე.წ. პრეზიდენტმა მას კვლავ უარით უპასუხა. ყოფილი ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა მან გადადგომა და შესაბამისი განცხადება გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ვიაჩესლავ ჩირიკბა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას 2011 წლიდან იკავებდა. ის ჟენევის დისკუსიებზე ოკუპირებული აფხაზეთის დელეგაციასაც ხელმძღვანელობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები