მოსკოვის საქველმოქმედო ფონდმა ცხინვალს სასწრაფო დახმარების 10 მანქანა გადასცა
მოსკოვის საქველმოქმედო ფონდმა „ალანები“ ე.წ. სამხრეთ ოსეთს საჩუქრად სასწრაფო დახმარების 10 მანქანა გადასცა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. ავტომობილების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება მოსკოვში დე ფაქტო ლიდერის, ლეონიდ თიბილოვის ვიზიტის დროს იყო მიღებული, სადაც ის რუს ბიზნესმენებს შეხვდა. თიბილოვმა ამ საჩუქრისთვის საქველმოქმედო ფონდს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, მომავალში სხვა საქველმოქმედო აქციებიც იგეგმება.