ხელჩართული ჩხუბი უკრაინის უმაღლეს რადაში (ვიდეო)

უკრაინის უმაღლეს რადაში დღეს სხდომის დაწყებამდე ჩხუბი მოხდა. სააგენტო „უნიანის“ ცნობით, ერთმანეთს დეპუტატები – ალექსეი გონჩარენკო და ნიკოლაი სკორიკი დაუპირისპირდნენ. გონჩარენკომ სკორიკს ორცხობილა მიაწოდა და უთხრა, რომ ის ციხეში უნდა იჯდეს და იქ ორცხობილა გამოადგება.
დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.
ცნობისთვის, პარასკევს უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, იური ლუცენკომ სკორიკისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის შუამდგომლობით რადას მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები