წყალტუბოში კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართა

წყალტუბოს საკონცერტო დარბაზ „ივერიაში“ კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართა. ცნობილმა ვოკალისტებმა კლასიკური მუსიკის უმშვენიერესი საღამო აჩუქეს მსმენელებს.
14445188_694871470669988_3351342705280864192_oროგორც საღამოს ორგანიზატორებმა „კვირას“ განუცხადეს, კონცერტის ჩატარების მთავარი მოტივი პიანისტი, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, „ქართული კულტურის დესპანის“ დიპლომისა და მედლის მფლობელი გიორგი საჯაია იყო, რომელმაც მუსიკალური განათლება წყალტუბოს სამუსიკო სკოლაში მიიღო.
მუსიკოსთან ერთად მსმენელზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინეს გიორგი საჯაიას მეგობრებმა და კოლეგებმა: ლევან აბუთიძემ, ბესიკ კალანდაძემ, თამუნა გოჩაშვილმა, გიორგი შერმაზანაშვილმა, ირმა გიგანმა. 
კონცერტი  „წყალტუბოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში“ არსებულმა სამუსიკო სკოლის პედაგოგებმა ვაჟა აზარაშვილის ,,მივიწყებული ვალსით“ გახსნეს. პროგრამით წარმოდგენილი იყო: ფალიაშვილის ოპერა ,,დაისი” – მალხაზის არია; ა. ლარა – granada; რომანსი – leandro; როსინის ოპერა ,,სევილიელი დალაქი” – ბაზილიოს არია; როსინის ოპერა „სევილიელი დალაქი“ – ფიგაროს კავატინა; largo al factotum; ვერდის ოპერა „სიმონ ბოკანეგრა“, დუეტი – suona oggni labro; პუჩინის ოპერა, მიმი, არია – donde lieta usci; შუშანიკის ლოცვა; შოპენი – „ეტიუდი 8“; შოპენი – „ეტიუდი 19“; სკარლატი – „სონატა სი მინორი“, ბიზე – ჰოროვიცი, „კარმენი“;  სკარლატი – „სონატა მი მაჟორი“.

14379780_694874600669675_6693751242952016409_oკონცერტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერითა და გამგეობის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა. მის ჩატარებაში წვლილი სასტუმრო „პრომეთემაც“ შეიტანა.
კლასიკური მუსიკის საღამოზე მიწვეულნი იყვნენ: იმერეთის მხარის ვიცე-გუბერნატორი პაატა ნადირაძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ახალაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წამომადგენლები, ქუთაისის სამუსიკო სკოლისა და კონსერვატორიის პედაგოგები.
კონცერტის ბოლოს ქუთაისის კონსერვატორიის პედაგოგებმა გიორგი საჯაიას   და მის მეგობრებს წარმატებები უსურვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები