ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული პირუტყვი ქართულმა მხარემ უკან დააბრუნა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცის მცხოვრებელმა ილია ბერუაშვილმა ოკუპირებული რეგიონიდან გადმოსული პირუტყვი ოსურ მხარეს გადასცა.
ზარალის ანაზღაურებამდე ილია ბერუაშვილი საქონლის ოსურ მხარზე გადაცემის წინააღმდეგი იყო. როგორც ბერუაშვილმა განაცხადა, პირუტყვმა მას მოსავალი გაუნადგურა.
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ზარალს ილია ბეროშვილს გამგეობა აუნაზღაურებს.
12 სული საქონელი დღეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცის მოსახლეობამ შემოღობილ ტერიტორიაზე მოათავსა, როგორც „კვირას“ დიცის გამგებელმა მურმან ბადაშვილმა განუცხადა, ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულმა პირუტყვმა დიცის მოსახლეობას ზარალი მიაყენა.