დიცელებმა ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული საქონელი სადგომში მოათავსეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცის მოსახლეობამ ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული 12 სული პირუტყვი შემოღობილ ტერიტორიაზე მოათავსა. როგორც “კვირას” სოფელ დიცის გამგებელმა, მურმან ბადაშვილმა განუცხადა, პირუტყვმა მოსახლეობას ნარგავები და მოსავალი გაუფუჭა.
“რამდენჯერმე მოხდა ოკუპირებული ტერიტორიიდან პირუტყვის გადმოსვლა. დადიოდნენ ადგილობრივების ბაღებში და ანადგურებდნენ მოსავალს. მოსახლეობამ, ქართულ პოლიციასთან შეთანხმებით, ისინი შემოღობილ ადგილას მოათავსა. როცა გამოუჩნდება პატრონი ალბათ გადასცემენ“, – განუცხადა „კვირას“ მურმან ბადაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები