მთიან ყარაბაღში მიმდინარე სამხედრო წვრთნებს აზერბაიჯანი პროვოკაციას უწოდებს

მთიან ყარაბაღში მიმდინარე სამხედრო წვრთნებს აზერბაიჯანი პროვოკაციას უწოდებს. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელმარ მამედიაროვმა ნიუ-იორკში, ეუთოს გენერალურ მდივანთან, ლამბერტო ზანიერთან შეხვედრაზე განაცხადა. ამის მიზანი, ოფიციალური ბაქოს განცხადებით, მოლაპარაკების პროცესის ჩაშლაა.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნები მთიანი ყარაბაღის აგდამის რაიონში მიმდინარეობს, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება აზერბაიჯანს.
ელმარ მამედიაროვმა ასევე განაცხადა, რომ აზერბაიჯანი მზად არის მოლაპარაკებისთვის, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას  შეუწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები