რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სირიასთან დაკავშირებით კერის განცხადებებს „ცუდ შოუს“ უწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ გაეროს უშიშროების საბჭოზე ჯონ კერის მიერ გაკეთებული განცხადებები გააკრიტიკა და მათ „ცუდი შოუ“ უწოდა.
„ამერიკული დელეგაციის გამოსვლა იყო შოუ, შოუ ფაქტების გარეშე.
კერის განცხადებით, რუსეთს საერთაშორისო თანამეგობრობა შეცდომაში შეჰყავს. ის ასევე ამბობს, რომ სირიის ხელისუფლებას სამშვიდობო პროცესი ჩიხში შეჰყავს, ვინაიდან სამოქალაქო ობიექტებსა და ოპოზიციას ბომბავს.
ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „მსოფლიოს შეცდომაში შეყვანაში“ ჯონ კერის ადანაშაულებს.
ჯონ კერი აღნიშნავს, რომ ქალაქ ალეპოს მახლობლად ჰუმანიტარული კონვოის დაბომბვის დღეს მხოლოდ რუსეთისა და სირიის სამთავრობო ძალების ავიაცია მოქმედებდა და ჰაერში სხვა თვითმფრინავები არ აფრენილან. ამის საპასუხოდ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ალეპოს მახლობლად რუსულ ავიაციას არანაირი დავალება არ შეუსრულებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები