ექვსი წლის ამერიკელი სირიაში დაბომბვაში მოყოლილ ბავშვს სახლს სთავაზობს (ვიდეო)

ექვსი წლის ამერიკელმა ბიჭმა სახელად ალექსი, აშშ-ის პრეზიდენტს ბარაკ ობამას წერილი გაუგზავნა და სირიაში დაბომბვაში მოყოლილ ბავშვს, ომარ დაქნეშს საკუთარ სახლში ადგილი შესთავაზა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
შესაბამისი ვიდეო მან ფეისბუქში გამოაქვეყნა. ვიდეო მოკლე პერიოდში 60 ათასმა მომხმარებელმა ნახა.
„პატივცემულო პრეზიდენტო ობამავ, თქვენ გახსოვთ პატარა ბიჭი, რომელიც სირიის საავადმყოფოში მიიყვანეს? თუ შეგიძლიათ ჩამოგვიყვანეთ აქ ეს ბიჭი. ჩვენ მას ყვავილებითა და ბუშტებით დავხვდებით. ის ჩვენი ოჯახის წევრი, ჩვენი ძმა გახდება“ – წერს ალექსი.
სირიის ქალაქ ალეპოში დაბომბვის დროს დაჭრილი ომარ დაქნეშის ფოტო და ვიდეო რამდენიმე თვის წინ გავრცელდა. ამ ფაქტმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
14429668_10206858901462700_2056052205_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები