ნათელა გრიგალაშვილის გამოფენა – „სხვა ირანი“ გაიხსნება
23 სექტემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, ირანის კულტურის დღეების ფარგლებში, ფოტოგრაფ ნათელა გრიგალაშვილის გამოფენა „სხვა ირანი“ გაიხსნება.
როგორც „კვირას“ გამოფენის ორგანიზატორებმა აცნობეს, ექსპოზიციაზე წარმოდგენილ ფოტოებზე აღბეჭდილია ფოტოგრაფის შთაბეჭდილებები ირან–ერაყის საზღვრიდან – იმ ადგილიდან, რომელიც ამ ორ ქვეყანას შორის 1980-88 წლებში მიმდინარე ომის ერთ-ერთი ბრძოლის ველია.
ფოტოგამოფენა ,,სხვა ირანი” 2016 წლის 27 სექტემბრამდე გაგრძელდება.