იან კელი: ვისურვებდი, რომ არჩევნები და საარჩევნო კამპანია ასეთი კარგი იყოს ამერიკაშიც

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი საქართველოში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას სამაგალითოს უწოდებს. კელის განცხადებით, იგი ისურვებდა, რომ საარჩევნო კამპანია აშშ-შიც ისეთი კარგი იყოს, როგორც საქართველოშია.
”მე მგონი, ყველა ხვდება არჩევნების მნიშვნელობას. მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის ნება გამოიხატოს. ეს არის ძალიან კარგი, სამაგალითო და კონკრეტულ საკითხებზე ორიენტირებული. მე ვისურვებდი, რომ არჩევნები და საარჩევნო კამპანია ასეთი კარგი იყოს ამერიკაშიც”, – განაცხადა იან კელიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები