ბათუმში ქართველმა უცხოელი ბავშვი გადაარჩინა

ბათუმში, ე.წ. ბენზეს დასახლებაში, ფანტანის აუზში 3 წლის ბავშვი ჩავარდა. ბავშვის გადარჩენა 35 წლის მამაკაცმა შეძლო, რის შედეგადაც მან ელექტროტრავმა მიიღო. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
როგორც „კვირას“ ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის წარმომადგენელმა, მინდია კახიძემ განუცხადა, ბავშვი უცხოეთის მოქალაქეა,  მამაკაცი კი საქართველოს მოქალაქე.
მისივე თქმით, ექიმებს მამაკაცი უგონო მდგომარეობაში დახვდათ, შედარებით მსუბუქი იყო ბავშვის მდგომარეობა.

კახიძის ინფორმაციით, მამაკაცი „ევექსის“ ქსელის ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული, ხოლო პატარა – ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში.
ფაქტთან დაკავშირებით, შს სამინისტროში გამოძიება სსკ-ის 229-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ენერგორესურსების სარგებლობის წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები