ოკუპირებულ აფხაზეთში რუს ტურისტებს სცემეს (ვიდეო)
ოკუპირებულ აფხაზეთში დასასვენებლად მყოფ ოჯახს, რომელიც რუსეთიდან ჩავიდა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შესაბამისი ვიდეო ინტერნეტით გავრცელდა.
ინციდენტი მაშინ დაიწყო, როდესაც რუს ტურისტს ბიჭვინთის ერთ-ერთი სასტუმროს მეპატრონესთან კონფლიქტი მოუვიდა. სასტუმროს მფლობელთა შვილმა დამსვენებლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შემდეგ ტურისტებმა რუსეთში დაბრუნება გადაწყვიტეს.
როდესაც რუსი ტურისტები ფსოუს საზღვართან მივიდნენ, იქ საცობში გაჩერდნენ. სწორედ ამ დროს მათთან ოთხი მამაკაცი მივიდა, რუსი ტურისტი მანქანიდან გადმოიყვანა და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მამაკაცის ცოლმა ეს ფაქტი მობილური ტელეფონით გადაიღო. მამაკაცმა ტვინის შერყევა და თავის ქალის ტრავმა მიიღო. მას ასევე ცხვირი აქვს გატეხილი.
დამსვენებლებმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სამართალდამცველ ორგანოებს მიმართეს, თუმცა თავდამსხმელები ჯერჯერობით არ დაუკავებიათ.