ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნები გაიმართება

რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნები ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზეც გაიმართება. „კავკაზსკი უზელის“ ინფორმაციით, მასში მონაწილეობის მიღება რუსეთის მოქალაქეობის მქონე 90 ათას ამომრჩეველს შეუძლია.
საერთო ჯამში, ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიაზე 9 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ორი სოხუმში და თითო-თითო ბიჭვინთაში, გუდაუთაში, ტყვარჩელში, გალსა და ოჩამჩირეში.
რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნები 18 სექტემბერს გაიმართება. 225 დეპუტატი პარტიული სიით, ხოლო 225 მაჟორიტარულ ოლქებში იქნება არჩეული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები