ოკუპანტებმა ბერშუეთის მკვიდრი არასრულწლოვანი დააკავეს
რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სობისის მკვიდრი, არასრულწლოვანი ჯონი გოგიჩაშვილი დააკავეს. ის სოფელ ბერშუეთში, ე.წ. საზღვრის სიახლოვეს დააკავეს.
როგორც დაკავებულის ახლობლები აცხადებენ, გოგიჩაიშვილს .ე.წ. ესაზღვარი არ გადაუკვეთავს.
დაკავებული არასრულწლოვანია. მის გასათავისუფლებლად ოსურ მხარესთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.