ცხინვალი საქართველოსთან ე.წ. საზღვარს 19 სექტემბერს გახსნის და შემდეგ ორი დღით ისევ დახურავს

ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან „საზღვარს“ 19 სექტემბერს, ორშაბათს ერთი დღით გახსნის და შემდეგ ორი დღით ისევ დახურავს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
მანამდე დე ფაქტო რეჟიმმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ე.წ. საზღვარს 17-დან 19 სექტემბრამდე ხურავს. ამის მიზეზად „დამოუკიდებლობის დღეს“ უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის აუცილებლობა სახელდებოდა.
ე.წ. საზღვარზე გადაადგილება 22 სექტემბერს აღდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები