რუსეთი დე ფაქტო აფხაზეთსა და ე.წ.სამხრეთ ოსეთს 2019 წლამდე 15 მილიარდ რუბლს გამოუყოფს

“2019 წლამდე რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის შეუძლია, გამოყოს ბიუჯეტიდან  დაახლოებით 15 მილიარდი რუბლი”, – აღნიშნულია წერილში, რომელიც რუსეთის ფინანასთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. ამ ინფორმაციას „სპუტნიკ-აფხაზია“ ავრცელებს.

აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის 2017-2019 წლებში 3 მილიარდი რუბლი გამოიყოფა, 4, 6 მილიარდი რუბლი კი ამავე ვადით – სამხრეთ ოსეთისთვის.
აფხაზეთის საინვესტიციო მოღვაწეობისთვის 2017 წელს გათვალისწინებულია 4 მილიარდი რუბლი და 3 მილიარდი რუბლი „სამხრეთ ოსეთისთვის“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები