ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება ადმინისტრაციულ საზღვარს ორი დღით ჩაკეტავს
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება ადმინისტრაციულ საზღვარს ორი დღით ჩაკეტავს.
ე. წ სამხრეთ ოსეთის მედიის ცნობით, გამკაცრებული უსაფრთხოების ზომები ე.წ. რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უკავშირდება.
ადმინისტაციულ საზღვარზე, გამშვებ პუნქტებზე მოქალაქეების გადასვლა 17 სექტემბრის 20:00 საათიდან შეიზღუდება. გამშვები პუნქტები მუშაობას 19 სექტემბრის დილის 07:00 საათზე განაახლებენ.