ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის ორი პირი დააკავეს
ე.წ.საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, რუსმა სამხედროებმა კიდე ორი პირი დააკავეს. დაკავებულები ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაყას მკვიდრები – ვალერი მეხრიშვილი და კახა მეზურნიშვილი არიან. ისინი ე.წ. საზღვრის სიახლოვეს შეშას ამზადებდნენ, როდესაც სამხედროებმა დააკავეს. ორივე მათგანი ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
დაკავებულის ახლობლების განცხადებით, მათ ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავთ და ისინი ქართველი სამართალდამცველების კონტროლირებადი ტერიტორიიდან აიყვანეს.