ცხინვალი სტოლტენბერგის განცხადებებით შეშფოთებულია

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობა შეშფოთებულია ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მიერ თბილისში გაკეთებული განცხადებებით. საუბარია სტოლტენბერგის სიტყვებზე, რომ საქართველო ნატოს წევრი აუცილებლად გახდება. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება.
„ცხინვალში შეშფოთებას გამოთქვამენ ნატოს გენერალური მდივნის მიერ გაკეთებული განცხადებებით, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება და აუცილებელია მისი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება. ეს ყველაფერი საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე წვრთნების, “Agile Spirit 2016” პარალელურად ხდება“, – ნათქვამია ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ცხინვალში აცხადებენ, რომ „ნებისმიერი სამხედრო დახმარება საქართველოში რევანშისტულ განწყობებს აძლიერებს და რეგიონში სტაბილურობას საფრთხეს უქმნის“. ცხინვალი კიდევ ერთხელ მოითხოვს თბილისისგან იურიდიულ გარანტიებს ძალის გამოუყენებლობის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები