ჩინეთთან თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა

„ჩვენი პროდუქციის და მომსახურების 95 %-ზე მეტი ჩინეთის ბაზარზე შევა, ყველანაირი დამატებითი გადასახადის გარეშე“, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ბათუმში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განმარტებით, ეს არის უპრეცედენტო შედეგი, რომელსაც საქართველომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ერთად მიაღწია.
„ჩვენ მოლაპარაკებები თავისუფალ ვაჭრობაზე დავასრულეთ 7 თვეში და ძალიან მნიშვნელოვანია ის შედეგები, რომელიც მივიღეთ აღნიშნული მოლაპარაკებებიდან. პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი პროდუქციისა და მომსახურების 95 %-ზე მეტი ჩინეთის ბაზარზე შევა, ყველანაირი დამატებითი გადასახადების გარეშე, ის ძირითადი პროდუქტები, რომლებიც ჩვენ ყველას ძალიან გვაინტერესებს. ეს არის ჩვენი ღვინო, მინერალური წყლები და აგროპროდუქტები, რომელიც საქართველოს გააჩნია. ყველა ეს პროდუქტი ჩინეთის ბაზარზე შევა ნულოვანი ტარიფით, ყოველგვარი გარდამავალი ეტაპის გარეშე“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები