ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებ იტყობინება

ცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმმა ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო “რესი” ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით დაკავებები 10-11 სექტემბრის პერიოდში განხორციელდა.
სააგენტოს ინფორმაციით, დაკავებულები არიან 1955 წელს დაბადებული, სოფელ კოშკას მკვიდრი ხიზანიშვილი ვ.გ., გორის რაიონის მკვიდრი, 1965 წელს დაბადებული ლაცაბიძე ხ.ს, ქალაქ ხაშურის მკვიდრი,1978 წელს დაბადებული მეხრიშვილი ვ.თ., 1978 წელს დაბადებული მეზურნიშვილი კ.გ. ხაშურის რაიონის სოფელ ვაკას მკვიდრი.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებულების საქმეების სასამართლოსთვის გადაცემის საკითხი განიხილება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები