თურქეთში დაჭრილთა რაოდენობა 48-მდე გაიზარდა

თურქეთის ქალაქ ვანში მმართველი პარტიის ოფისთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაჭრილთა რაოდენობა 48-მდე გაიზარდა. თავდაპირველად ინფორმაცია 11 დაშავებულის შესახებ გავრცელდა.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ ოფისთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. ამ შენობის გვერდით პოლიციის განყოფილება მდებარეობს. დაჭრილთა შორის ორი სამართალდამცველია.
ქალაქი ვანი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, სადაც ბოლო დროს თურქ სამხედროებსა და „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ „ბოევიკებს“ შორის შეტაკებები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები