თურქეთის ქალაქ ვანში სახელისუფლო პარტიის ოფისთან აფეთქება მოხდა

11 ადამიანი დაშავდა თურქეთის ქალაქ ვანში, სახელისუფლო პარტიის ოფისთან მომხდარი აფეთქების შედეგად. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
როგორც ტელეკომპანია “CNN Turk”-ს დეპუტატმა ბურჰან ქაიათურქმა აცნობა, შენობა კარგად არის დაცული და ის აფეთქების შედეგად მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა. ქალაქი ვანი თურქეთის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, სადაც თურქეთის შეიარაღებულ ძალებსა და ქურთ „ბოევიკებს“ შორის შეტაკებები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები