საფრანგეთის პრემიერი მოსახლეობას ახალი ტერაქტების შესახებ აფრთხილებს

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი მანუელ ვალსი მოსახლეობას მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ აფრთხილებს. ამის შესახებ “Europe 1” იუწყება.
„იქნება ახალი შეტევები, იქნება უდანაშაულო მსხვერპლი. ჩემი მიზანია საფრანგეთის მოსახლეობისთვის სიმართლის თქმა“, – განაცხადა ვალსმა.
ვალსმა განაცხადა, რომ საფრანგეთის პოლიცია და სპეცსამსახურები 15 ათას პოტენციურ ისლამისტ რადიკალზე თვალთვალს ახორციელებენ. პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ბოლო ერთ კვირაში სულ მცირე, ორი ტერაქტის აღკვეთა მოხდა, მათ შორის, ერთ-ერთი ეიფელის კოშკთან იგეგმებოდა.
პრემიერმა ასევე კომენტარი გააკეთა საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ინიციატივაზე, რომელიც ტერორისტებისთვის სპეციალური სასამართლოებისა და ციხეების შექმნას მოითხოვს. ვალსის თქმით, ეს ინიციატივა საფრანგეთის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში ბოლო ორი წლის განმავლობაში სამი მასშტაბური ტერაქტი მოხდა, 2015 წლის იანვარში „შარლი ებდოს“ რედაქციაში, 2015 წლის ნოემბერში აფეთქებები პარიზის რამდენიმე რაიონში და 2016 წლის ივლისში ტერაქტი ნიცაში. საერთო ჯამში, ამ თავდასხმებში 200 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები