ჩრდილოეთ კორეაში წყალდიდობის შედეგად 130 ადამიანი დაიღუპა

ჩრდილოეთ კორეაში მომხდარი წყალდიდობის შედეგად 130 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების ინფორმაციით, კიდევ 400 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, ასი ათასამდე ადამიანი კი უსახლკაროდ დარჩა. წყალდიდობის მიზეზი კოკისპირული წვიმები გახდა. ამის გამო მდინარე ტუმანგანი კალაპოტიდან გადმოვიდა. სტიქიასთან საბრძოლველად ხელისუფლებამ სამხედროები გააგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები