რუსმა ოკუპანტებმა 60 წლის მამაკაცი გაიტაცეს
საოკუპაციო ხაზთან რუსმა ოკუპანტებმა სოფელ კოშკას მკვიდრი გაიტაცეს. 60 წლის ვალიკო ხიზანიშვილი იმ დროს დააკავეს, როცა ის სოფლის ტერიტორიაზე პირუტყვს მწყემსავდა.
მამაკაცი ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი. ადგილობრივების მტკიცებით, მას ე.წ. საზღვარი არ დაურღვევია.
დაკავების ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც ადასტურებენ.