სექტემბერში კინოეკრანებზე ახალი „შესანიშნავი შვიდეული“ გამოვა
ცნობილი ამერიკული ვესტერნის „შესანიშნავი შვიდეულის“ რიმეიქს მაყურებელი კინოთეატრებში სექტემბერში იხილავს. მთავარ როლს დენზელ ვაშინგტონი შეასრულებს. მთავარ როლებს მექსიკელი, კორეელი და ინდიელი მსახიობებიც შეასრულებენ. ფილმის რეჟისორი ანტუან ფუკუა ამბობს, რომ მთავარი როლებისთვის მსახიობების შერჩევისას ის მათი ეთნიკური წარმომავლობით არ ხელმძღვანელობდა.
„მე უბრალოდ მსურდა ცხენზე ამხედრებული დენზელ ვაშინგტონი მეხილა“, – განაცხადა ფუკუამ. ტორონტოს კინოფესტივალი სწორედ ამ ფილმით გაიხსნა.
ახალმა „შესანიშნავმა შვიდეულმა“ კრიტიკოსთა საკმაოდ დადებითი შეფასება დაიმსახურა. „შესანიშნავი შვიდეული“ 1960 წელს ჯონ სტერჯესის მიერ გადაღებული კლასიკური ვესტერნის რიმეიქია. ის ფილმიც, თავის მხრივ, 1954 წელს გამოსული იაპონელი რეჟისორის, აკინო კუროსავას ფილმის, „შვიდი სამურაის“ შემოქმედებითად გარდაქმნილი ამერიკული ვერსია იყო.