კუნძულ სარდინიაზე ავტომობილი ქუჩაში მდგომ ადამიანებს დაეჯახა, არიან დაშავებულები

იტალიის კუნძულ სარდინიაზე მსუბუქი ავტომობილი ქუჩაში მდგომ ადამიანებს დაეჯახა. დაშავებულია 30 ადამიანი.
იტალიური მედიის ცნობით, ავტომობილ Fiat Panda-ს იტალიელი ვეტერინარი, ვინმე კონსტანტინო გატუ მართავდა. პოლიცია ვარაუდობს, რომ შეჯახების მიზეზი შესაძლოა  გატუს ცუდად გახდომა იყოს.
ინციდენტის შემდეგ მძღოლი მანქანიდან გადმოათრიეს და სცემეს. შემდეგ ის ცივი იარაღითაც დაჭრეს. კონსტანტინო გატუ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
იტალიური მედია ვარაუდობს, რომ შეკრებილებს თავდაპირველად მომხდარი ტერაქტი ეგონათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები