კახა კალაძე 15:00 საათისთვის განცხადებას გააკეთებს

ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ენერგეტიკის სამინისტროში 15:00 საათისთვის ბრიფინგს გამართავს.
არსებული ინფორმაციით, კალაძე განცხადებას თანამდებობიდან წასვლის შესახებ გააკეთებს. როგორც ცნობილია, მას მინისტრის თანამდებობის დატოვება არჩევნებში მონაწილეობის გამო უწევს.
კალაძე მმართველი გუნდის პარტიული სიის მე-2 ნომერი იქნება, კანონმდებლობის მიხედვით კი, პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა, დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და გათავისუფლდნენ გარკვეული პირები, რომელთა თანამდებობებიც დეპუტატობის კანდიდატობასთან შეუთავსებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები