ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ორ მოქალაქეს თაღლითობაში ადანაშაულებენ
რუსეთის ორ მოქალაქეს ოკუპირებულ აფხაზეთში თაღლითობაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკს“ ე.წ. გენერალურ პროკურატურაში აცნობეს. ამ ინფორმაციის მიხედვით, ვლადიმერ ტრიფონოვის და სერგეი სიგოვის წინააღმდეგ საქმე სასამართლოს გადაეცა.
გამოძიების ინფორმაციით, ტრიფონოვმა და სიგოვმა სოხუმის ერთ-ერთ ბინაში IР მოწყობილობა დაამონტაჟეს, რომელიც რუსული ფიჭური კავშირის კომპანიების გამავალ სატელეფონო ზარებს შიდა ქსელის ზარებად გარდაქმნიდა. ამის გამო კომპანია „ა-მობაილმა“ 253 ათასი რუსული რუბლით იზარალა. თაღლითობით მოპოვებული ფული რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა ბანკის ანგარიშებზე ირიცხებოდა.
ტრიფონოვს და სიგოვს თაღლითობაში ბრალი უკვე წაუყენეს.