გია ვოლსკი: თვალთმაქცობა იქნება, ხვალ რომ სესია გამოცხადდეს, ვერ შედგეს და ახალი სკანდალური თემები წამოიწიოს

„კვორუმიც რომ შედგეს, ძნელი იქნება, რომ გუშინდელმა მოკავშირეებმა და ამჟამად ოპონირების რეჟიმში მყოფმა ხალხმა შეძლოს კონსესუსის მიღწევა“, – ეს განცხადება უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან კომენტარის დროს გააკეთა.

მისივე თქმით არსებობს ტექნიკური პორბლემა, რის გამოც შესაძლოა სხდომის ჩატარება ვერ მოხერხდეს.

“ტექნიკური პრობლემა ნამდვილად არსებობს, საზოგადოების წინაშეც არ ვიქნებით პირნათელი, თუ დავრაზმავთ გარკვეულ თანხას, დავირაზმებით ქუთაისში და გადაწყვეტილებებს ვერ მივიღებთ.

კვორუმიც რომ შედგეს, ძნელი იქნება, რომ გუშინდელმა მოკავშირეებმა და ამჟამად ოპონირების რეჟიმში მყოფმა ხალხმა შეძლოს კონსესუსის მიღწევა. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ საზოგადოება დაინტერესებულია მისი მანდატის მქონე დეპუტატის მიერ მიღებული სტაბილური გადაწყვეტილებით და არა გადაწყვეტილებების ვერ მიმღები პარლამენტის მსჯელობით”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით იმუშავებს თუ არა პარლამენტი დეპუტატები ხელფასს მაინც მიიღებენ. ვოლსკიმ განაცხადა, რომ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პარლამენტი უფლებამოსილია მუშაობა შეაჩეროს

დღეს გამართულ ბიუროს დახურულ სხდომაზე ხვალინდელი სესიის საკითხზე დეპუტატებმა დახურულ კარს მიღმა იმსჯელეს.
უმრავლესობის დეპუტატები თვლიან, რომ კვორუმი წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით არ შედგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები