ჩაჩავას კლინიკის ლაბორატორიას, სხვადასხვა გამოკვლევისთვის, პაციენტები უცხოეთიდან სტუმრობენ

ჩაჩავას კლინიკურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში ყველანაირი გამოკვლევის ჩატარება შეგიძლიათ: სისხლისა თუ შარდის საერთო ანალიზის, ღვიძლის ფუნქციის, ლიპიდური ცვლის, ჰორმონების, ონკომარკერების, ვირუსების, ჰეპატიტების, შიდსის, სიფილისის, ბიოქიმიური თუ სეროლოგიური გამოკვლევის და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ჩაჩავას ლაბორატორიამ პირველმა შემოიტანა საქართველოში თანამედროვე მაღალხარისხიანი აპარატურა. ლაბორატორიული კვლევებისთვის და ფარისებრი ჯირკვლის სრულყოფილი გამოკვლევაც პირველად აქ გაკეთდა. სისწრაფესა და ხარისხზე ორიენტირებულ ჩაჩავას ლაბორატორიაში, განსხვავებით მოლოდინისგან, სხვადასხვა მომსახურებაზე მაღალი ფასები ნამდვილად არ დაგხვდებათ. ჩაჩავას ლაბორატორიის მასშტაბურობასა და აქ მომუშავე პერსონალის მაღალკვალიფიციურობას უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრებისა და გერმანიიდან მიღებული სერტიფიკატების რაოდენობა მოწმობს. აღნიშნული სერტიფიკატები თანამშრომელთა უწყვეტი განათლებისა და მუშაობის სპეციფიკის შედეგია, რომელზეც „კვირას“ ჩაჩავას კლინიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მერი მაღრაძე ესაუბრა.
– ჩვენი სპეციფიკიდან გამომდინარე, ორსულობის 11-12 კვირის თავზე ხშირად ვატარებთ დაუნის სინდრომის გამომრიცხველ ორმაგ ტესტს, ხოლო 16 კვირის შესრულების შემდეგ – სამმაგს. ამ ტესტის ჩასატარებლად ჩვენთან მთელი ქვეყნის მასშტაბით დადიან. 12-13 წელია, რაც ეს ლაბორატორია თანამედროვე აპარატურით აღიჭურვა, თუმცა მანამდე არსებული ლაბორატორია მთელ ამიერკავკასიაში ერთადერთი იყო, სადაც ჰორმონებს, ონკომარკერებსა და ვირუსებს იკვლევდნენ. ზოგი აზერბაიჯანელი და სომეხი ექიმი საკუთარი ქვეყნიდან პაციენტებს დღესაც ჩვენთან აგზავნის. სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებიდან ხშირად მოგვმართავენ ანტირეზუს-ანტისხეულების არსებობაზე ანალიზის ჩასატარებლად. რეზუს-უარყოფითი სისხლის მქონე ორსულებს (რომელთა პარტნიორები არიან რეზუს-დადებითი სისხლის მატარებლები) დინამიკური კვლევა უტარდებათ.ანტისხეულების დროულად აღმოჩენის შემთხვევაში, ფატალური შედეგის თავიდან აცილება შესაძლებელია და ჩვენც ამას ვაკონტროლებთ.
ყველაზე ხშირად სისხლის საერთო კლინიკური ანალიზი კეთდება. ჩვენ გვაქვს SYSMEX XS-100 i- ხუთმაგი დიფერენცირების14171813_324474547900643_828404799_n ავტომატური ანალიზატორი, რომელიც გვაძლევს ახალგაზრდა გრანულოციტების განსაზღვრის საშუალებას. აღნიშნული აპარატი პაციენტის მონაცემების შეყვანიდან რამდენიმე წამის განმავლობაში დაბეჭდილ პასუხს გვაწვდის,- განმარტავს მერი მაღრაძე.
მისივე თქმით, ჩაჩავას ლაბორატორია განსაკუთრებულ ყურადღებას გამოკვლევების სისწრაფეს უთმობს.
-ჩვენ გავცემთ ანალიზის პასუხებს მინიმალურ დროში, რათა შევუქმნათ კომფორტი ჩვენს პაციენტებს და მათ დიდხანს ლოდინი ან ზედმეტად მოსვლა არ მოუწიოთ. ეს ფაქტორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული პაციენტებისთვის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი კლინიკა ემსახურება უამრავ უცხოელ პაციენტს ისეთი ქვეყნებიდან, როგორიც არის: აზერბაიჯანი, ყაზახეთი და სხვა. ჩვენ მყისიერად ვთავაზობთ სრული გამოკვლევის პაკეტს უახლესი ინოვაციური მეთოდით ,,რეპროდუქციული ცენტრის” პაციენტებს თურქეთიდან, ევროპის ქვეყნებიდან, იაპონიიდან. მაგალითისთვის, იმუნოლოგიური კვლევების შედეგები გაიცემა ყოველდღიურად – ორჯერადად, ბიოქიმიური და ჰემოსტაზის მაჩვენებლები – სისხლის აღებიდან 2 საათში, ნაცხის ბაქტერიოსკოპია და პაპ-ტესტი- გინეკოლოგიური გასინჯვიდან ორი საათის განმავლობაში, – ამბობს მერი მაღრაძე.
ჩაჩავას ლაბორატორიის პაპ-ტექნოლოგის, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, მარიამ ლომიძის განმარტებით, ადრე ჩაჩავას კლინიკა კვლევითი ინსტიტუტი იყო და მეან-გინეკოლოგიური პროფილი ჰქონდა, მაგრამ დროთა განმავლობაში განვითარდა და მრავალპროფილიანი გახდა. მიუხედავად ამისა, გინეკოლოგიური სტატუსი მაინც შემორჩა.14218022_324474877900610_2126969264_n (1)
– ჩაჩავაში, ტრადიციულად, ამ დარგის წამყვანი სპეციალისტები მუშაობენ და რადგან ლაბორატორიის თანამშრომლები მათ ვემსახურებით, ვალდებულნი ვართ, ჩვენც შესაბამისი კვალიფიკაცია გვქონდეს, ეს ჩვენი პრესტიჟია, – აცხადებს პაპ-ტექნოლოგი.
ჩაჩავას ექიმი-ლაბორანტი თამარ ვაშაძე ლაბორატორიაში არსებული, Roche Diagnostics-ის მიერ მოწოდებული თანამედროვე იმუნოლოგიური ანალიზატორის შესაძლებლობებზე საუბრობს, რომელსაც ფარისებრი ჯირკვლის, სასქესო ჰორმონების, ონკომარკერებისა და სხვა იმუნოლოგური კვლევის ჩატარება შეუძლია.14218014_324474724567292_516600682_n
-Roche Diagnostic- ის მიერ წარმოებული ანალიზატორი- ELEDSYS 2010- არის ავტომატური ანალიზატორი, რომელიც დამყარებულია ელექტროგემილუმინისცენციის მეთოდზე. მისი წარმადობა საათში 86 ანალიზია. მთელი ინფორმაცია რეაქტივების, კალიბრატორებისა და კონტროლების შესახებ დატანილია შტრიხ-კოდებზე და ავტომატურად შედის პროგრამულ უზრუნველყოფაში. იგი არის დახურული სისტემა და მოიხმარს მხოლოდ მწარმოებლის მიერ მოწოდებულ რეაქტივებს. პროცესი ნიმუშის მიწოდებიდან პასუხის მიღებამდე ავტომატიზებულია, რაც გამორიცხავს ხელით დაშვებულ შეცდომას. კლინიკა ჩართულია ხარისხის გარე კონტროლის – REB – ის პროგრამაში. პროგრამის ფარგლებში მოგვეწოდება საცდელი ნიმუშები, კვლევის შედეგებს ვაგზავნით გერმანიაში და წარმატებული შეფასების ნიშნად ვიღებთ ამ კომპანიის სერტიფიკატებს.
R
14182369_324475047900593_1046692812_n 14194277_324475054567259_207372600_n 14182551_324475051233926_540163420_n 14256441_324475044567260_477154448_n 14248908_324475037900594_1252157113_n 14218235_324475041233927_1209532138_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები