ლეონიდ თიბილოვი ბესლანში იმყოფება
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაცია დე ფაქტო ლიდერის, ლეონიდ თიბილოვის ხელმძღვანელობით, ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანში იმყოფება, სადაც ხსოვნის ღონისძიებებში მონაწილეობს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკს“ თიბილოვის პრესმდივანმა, განა იანოვსკაიამ აცნობა. სამგლოვიარო ღონისძიებები ცხინვალშიც მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, ბესლანის პირველ სკოლაში 2004 წელს მომხდარი ტერაქტის შედეგად 314 ადამიანი, მათ შორის ბევრი ბავშვი დაიღუპა.